|
2025-05-31 09:51:27, 1431 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 80 წელს აღნიშნავს - მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი კულტურის სფეროს მხარდაჭერას განაგრძობს. წელს, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 80 წლის გახდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 13 და 14 ივნისს, 20:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება წლების განმავლობაში „სუხიშვილების“ მიერ შექმნილი საუკეთესო კომპოზიციები, რომელთა მეშვეობით მაყურებელს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, იმოგზაუროს ქართული ტრადიციული ცეკვის სამყაროში, რომელიც გამდიდრებულია თანამედროვე ელემენტებით. საქართველოს ბანკი - ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი მხარდამჭერია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის, 1 ივნისამდე იმოქმედებს წინასწარი გაყიდვები. SOLO ბარათის მფლობელები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც წინასწარი გაყიდვების, ასევე 1 ივნისის შემდგომ პერიოდში.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)