|
2025-05-30 16:57:07, 746 ნახვა
ეკონომიკა
ვიცი მასწავლებელი, რომელიც... საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში
მასწავლებლების დაფასებისთვის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ახორციელებს. ინიციატივის მიზანი ისეთი პედაგოგების გამოვლენაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებას ქმნიან. იმ მასწავლებლების დასაფასებლად, რომლებმაც ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, გარდამტეხი როლი შეასრულეს მათ განვითარებასა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, საქართველოს ბანკმა ისთ ფოინთში სპეციალური დაფა განათავსა. აქ ნებისმიერ მსურველს მიეცა შესაძლებლობა, დაფაზე ცარცით დაეტოვებინა წარწერა, ისე როგორც სკოლაში და გაეხსენებინა საინტერესო, ემოციური, სახალისო და დასამახსოვრებელი ისტორიები მასწავლებლებზე, რომლებიც დღემდე სასიამოვნო, დაუვიწყარ მოგონებად აქვთ შემონახული. დაფა 29 მაისს განთავსდა. თუმცა, მათ, ვინც საკუთარი მოგონების დაფაზე დატოვება ვერ შეძლო, აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ისტორია ციფრულ სივრცეში გააცოცხლოს. თუ გსურთ, გააზიაროთ თქვენთვის გამორჩეულ მასწავლებელთან დაკავშირებული მოგონებები, ეწვიეთ ვებგვერდს: mastsavlebeli.bog.ge ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)