19:28 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 13:44:03, 748 ნახვა

სამართალი
თეა წულუკიანი: ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოში ე.წ. ოდეერების ხანა დაამთავრა

“ჩვენთან არიან უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებიც  ქვეყნის უსაფრთხოებაზე არიან კონცენტრირებული”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნივერსიტეტში  „ოდეერების“  შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

წულუკიანის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ  ე.წ. ოდეერების (უსაფრთხოების ოფიცრები) ხანა ქვეყანაში დაასრულა:

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა უპრეცედენტო რეფორმა უსაფრთხოების სამსახურსა და ძალოვან სტრუქტურებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა სახელმწიფოს სჭირდება, თუ ის სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირების კვალდაკვალ გავყავით შსს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დღეს ცალკე სტრუქტურაა და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

მე ვთვლი, რომ ეს არის ის მოდელი, რომელიც ძალიან ახლოს არის იმ ევროპულ სტანდარტებთან, როდესაც სუს-ის უფროსს ირჩევს პარლამენტი, ანუ ხალხი, ხალხის წარმომადგენლები. მთლიანად ჩატარდა საკანონმდებლო რეფორმა პრაქტიკაშიც და ასევე ჩვენთან არიან უსაფთხოების ოფიცრები, რომლებიც  ქვეყნის უსაფრთხოებაზე არიან კონცენტრირებულნი.

ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ოდეერების ხანა დაამთავრა ამ ქვეყანაში და მე ვთვლი, რომ დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთოების მოდელი არის იმ რეფორმის პოზიტიური შედეგი რომელიც გატარდა, თუმცა რეფორმები სხვადასხვა სახელისუფლებო შტოშიც გრძელდება", - განაცხად თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics