|
2025-05-29 23:01:20, 1301 ნახვა
პოლიტიკა
„წინააღმდეგობის პლატფორმა“ - ნიკა მელიას დაკავება და დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი
ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი. ამის შესახებ ნათქვამია "წინააღმდეგობის პლატფორმის" განცხადებაში. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყანაში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს შექმნა. "როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია - ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას. ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს !",- ნათქვამია განცხადებაში. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბასთან დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული. შსს-ში განმარტავენ, რომ „ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით"
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)