|
2025-05-28 21:27:32, 604 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია ფულია
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოტივაცია ფულია, ხოლო მისი პოლიტიკური მოქმედებები ქვეყნის ინტერესების ნაცვლად, პირად სარგებელზეა ორიენტირებული. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ივანიშვილი არა მხოლოდ ფინანსური მოტივაციით მოქმედებს, არამედ ასრულებს რუსულ დავალებებს და ანგრევს საქართველოს ურთიერთობებს პარტნიორებთან. „ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია ფულია. ის სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს ცვლის პირად ინტერესებში. „თუ ფულს დამიბრუნებთ, თქვენი კარნახით ნებისმიერი დანიშნულებით დავხარჯავ, ანუ ყველა დავალებას შეგისრულებთ", - ეს არის სახელმწიფო აზროვნება? - ეს არის ვაჭრობა ქვეყნის საზიანოდ! „ფულთან" ერთად ივანიშვილი ასრულებს რუსულ დავალებას და ყველა შესაძლო საშუალებით ანგრევს ურთიერთობებს ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. თავის მხრივ, აშშ-ის საელჩოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას და მის ე.წ პრემიერ-მინისტრს არავინ აღიარებს და ცდილობენ ელაპარაკონ მხოლოდ ივანიშვილს, როგორც მმართველ ოლიგარქს, რომელმაც მოიპარა ძალაუფლება. ეს ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში დასრულდება ძალიან მალე, ამის ყველა ნიშანი სახეზეა! კრიზისი, რომელშიც შესულია "ოცნება”, დასრულდება და აუცილებლად ჩაიყოლებს ოლიგარქს და მის პოლიტიკოს მონებს!“ - წერს ხაზარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)