|
2025-05-28 21:01:58, 616 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია ადგილობრივ არჩევნებზე - იქ გასვლა არ არის უდიდესი შეურაცხყოფა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის
ამ ჯგუფში საუბარი ასევე შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პაატა ბურჭულაძესთან, ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მელიას თქმით, ეს საორგანიზაციო ჯგუფი ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვაში ხალხის ჩართულობას უზრუნველყოფს. „ჩვენ აქ ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აქ საზოგადოება არის განსხვავებული, საზოგადოებრივი ჯგუფები არიან ერთმანეთისგან განსხვავებული, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან, რომლებსაც კრიზისის დაძლევა სურთ. კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ხალხის ჩართულობით. ხალხის ჩართულობა როგორ შეიძლება მოხდეს და უზრუნველყოს ამ საორგანიზაციო ჯგუფმა, ამაზეა საუბარი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უპირატესობაზე კი არ არის საუბარი, საპარლამენტო არჩევნების უპირატესობაზეა. ამ ჯგუფში საუბარი ასევე შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)