|
2025-05-28 20:43:08, 551 ნახვა
პოლიტიკა
ქართველი ემიგრანტების ნაწილი ევროკავშირს რეჟიმის სხვა წარმომადგენლების დასანქცირებას სთხოვენ
ქართველი ემიგრანტების ნაწილი ბალტიის ქვეყნებს, ევროკავშირს „ცრუ-მოწმეების და რეპრესიული რეჟიმის სხვა წარმომადგენლების“ დასანქცირებას სთხოვენ. ინფორმაციას ქართველი ემიგრანტების ნაწილი ავრცელებს. „ბალტიის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველებმა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართვა გაუგზავნეს. მიმართვაში ქართველები ბალტიელ პარტნიორებს სთხოვენ სასანქციო პოლიტიკის გაძლიერებას. მიმართვას ამჯერად თან ერთვის 200-კაციანი სია, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ მიმართვის ხელმომწერები და რომელთა შესახებ დოკუმენტირებულია მათ მიერ განხორციელებული ანტიჰუმანური ქმედებები. ამ სიაში არიან ე.წ. სამართალდამცავი სისტემის, რეალურად კი რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლები: პროკურორები, მოსამართლეები გამომძიებლები, სუს-ის თანამშრომლები, პოლიციელები. განსაკუთრებული აქცენტი მიმართვაზე ხელმომწერებმა ასევე გააკეთეს ე.წ. ცრუ-მოწმეებზე და მათი დასანქცირების მნიშვნელობაზე. მიმართვა ასევე გადაეგზავნა ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებს და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნების მთავრობებს. მიმართვის ინიციატორია „პლატფორმა 2025". ესტონეთში მიმართვა გადაეგზავნა ორგანიზაცია „საქართველოს სახლი ესტონეთში" ინიციატივით. დასასანქცირებელი პირების ბაზა, შესაბამისი აღწერილობით და სხვა დამატებითი დოკუმენტაციით მოამზადა პარტია „ფედერალისტებმა"/თავისუფლების ინსტიტუტმა“, - ნათქვამია მიმართვაში. მიმართვას ხელს აწერენ: დავით ძიძიშვილი. ბრიუსელი, ბელგია "პლატფორმა 2025"; ელენე ფანცულაია. კაუნასი, ლიეტუვა. „პლატფორმა 2025"; ლევანი გორელაშვილი. ტალინი, ესტონეთი. „საქართველოს სახლი ტალინში"; კოკი იონათამიშვილი. რიგა, ლატვია. „პლატფორმა 2025"; სალომე ხვადაგიანი. თბილისი. თავისუფლების ინსტიტუტი/პარტია „ფედერალისტები".
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)