|
2025-05-28 20:10:18, 2083 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას ხუთი მილიარდი ევროს ოდენობის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
გერმანია კიევს ხუთი მილიარდი ევროს ოდენობის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. დღეს ბერლინში ვიზიტით იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. როგორც მერცმა განაცხადა, ბერლინი დაეხმარება კიევს შორს მანძილზე მოქმედი შეიარაღების წარმოებაში. თავის განცხადებაში გერმანიის თავდაცვის უწყებამ აღნიშნა რუსეთის ავიადარტყმები, რომელთა შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაინგრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უწყება აღნიშნავს, რომ სამხედრო დახმარების დაფინანსება ბუნდესტაგის მიერ უკვე დამტკიცებული სახსრებიდან მოხდება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბერლინში თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, რუსტემ უმეროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების წარმოების დაფინანსების შესახებ. უწყების განცხადებით, ამ შეიარაღების სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოება უკვე 2025 წელს იგეგმება და ეს შეიარაღება იქნება სწრაფად ხელმისაწვდომი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. გერმანია ასევე მიაწვდის დამატებით სამხედრო აღჭურვილობას უკრაინას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა შეიარაღებას. როგორც თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზემოთ ხსენებული დახმარების საერთო ღირებულება დაახლოებით ხუთ მილიარდ ევროს შეადგენს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)