14:56 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 17:36:04, 831 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები

 ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები, მისი ფინანსების დაბრუნების შესაძლებლობა და ამისთვის ის წირავს და იყენებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, არ აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, რასაც „ქართული ოცნების“ გავლით აკეთებს.

„ცხადია ერთი რამ, რომ ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები, მისი ფინანსების დაბრუნების შესაძლებლობა და ამისთვის ის წირავს და იყენებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს გამოხატულია ყველა ტიპის კომუნიკაციაში, მათ შორის მცდელობაში, რომ არ შეხვდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და არ აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, იმ დანაშაულებრივ მართვაზე, რასაც ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გავლით აკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics