|
2025-05-28 14:09:59, 719 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე
ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს, - ამის შესახებ „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვედრაზე უარი განუცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მეტ სანქციასა და სიღარიბეს გამოიწვევს. „ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა, ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ივანიშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ძალაუფლების მიტაცებაზე და რომ ახალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით ქვეყანა დაბრუნებულიყო დასავლური ცივილიზაციის ოჯახში. ივანიშვილმა ამ შანსზე უარი თქვა. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - საქართველო რჩება მარტო, კიდევ უფრო დაუცველი და ეს გამოიწვევს: მეტ სანქციებს, მეტ იზოლაციას, მეტ სიღარიბეს, უფრო მეტი ქართველის იძულებას, რომ ქვეყანა დატოვოს. ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის მიზანმიმართული მტრული ნაბიჯი და ღალატი. როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვედრაზე უარი უთხრა. საელჩოს ინფორმაციით, ელჩს, ბიძინა ივანიშვილისთვის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)