|
2025-05-27 14:26:04, 729 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ოქროს გუმბათის“ პროექტი სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის
ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ოქროს გუმბათის“ პროექტი სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს უკვე აშშ-ის უკიდურესად საშიში დოქტრინის მატერიალური გამოხატულებაა, რომელიც გულისხმობს ე.წ. პრევენციულ და რეალურად განიარაღების მიზნით დარტყმების განხორციელებას. ეს ავანტიურული მიდგომაა და სტრატეგიული სტაბილურობის საფუძვლებს ძირს უთხრის“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, „ოქროს გუმბათის“ პროექტი კოსმოსში სამხედრო ოპერაციების ჩატარების მიზნით შეიარაღების გაძლიერებას ითვალისწინებს. „მსგავსი ქმედებები კი იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ კოსმოსი დაპირისპირების არენად იქცეს“, - აღნიშნა ზახაროვამ. შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ოქროს გუმბათის“ თავდაცვითი ფარის პროექტი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)