|
2025-05-27 11:00:58, 775 ნახვა
მსოფლიო
კალინ ჯორჯესკუ პოლიტიკიდან მიდის
რუმინეთს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. "პირველ რიგში, რუმინეთის პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე დავასრულო ჩემი აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, მიმაჩნია, რომ სუვერენული მოძრაობის ეს ეტაპი დასრულებულია". – დაწერა ჯორჯესკუმ. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკის დატოვების შემდეგ, აპირებს მეტი დრო დაუთმოს პირად ცხოვრებასა და ოჯახს. 2024 წელს პრორუსმა ჯორჯესკუმ საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და პირველ ტურში გაიმარჯვა. თუმცა, მოგვიანებით რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო პროცესში სოციალურ ჩარევაში დამნაშავედ ცნო. პოლიტიკოსი სოციალურ ქსელებში ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა, გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა რუსული სპეცსამსახურების კვალიც. განაჩენის შემდეგ არჩევნების შედეგები გაუქმდა და რამდენიმე თვით გადაიწია. 2025 წლის მაისში ჩატარებულ ხელახალ არჩევნებზე ჯორჯესკუ არ დაუშვეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)