|
2025-05-27 09:48:27, 6867 ნახვა
მსოფლიო
პალესტინელი ოფიციალური პირის თქმით, „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ წინადადებას დათანხმდა
პალესტინელი ოფიციალური პირის თქმით, „ჰამასი“ დათანხმდა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ჰამასთან“ დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ წინადადება, რომელიც ითვალისწინებს 10 მძევლის გათავისუფლებას და 70-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ჰამასმა შუამავლების მეშვეობით მიიღო. „წინადადება მოიცავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული 10 ცოცხალი ისრაელელი მძევლის ორ ჯგუფად გათავისუფლებას, 70-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივი გაყვანის სანაცვლოდ“, - აღნიშნა წყარომ. მისი თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს ისრაელის მიერ რამდენიმე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას. ამასთან, ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უარყო, რომ წინადადება ვაშინგტონის მიერ იყო შეთავაზებული და დასძინა, რომ ისრაელის ვერც ერთი მთავრობა ვერ მიიღებს მას. უიტკოფმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ „ჰამასმა“ მიიღო მისი შეთავაზება მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გამოცემას განუცხადა, რომ ის, რაც ნახა, სრულიად მიუღებელია და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებას არ ემთხვევა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)