15:38 - 18 Apr, 2026
|
2016-03-17 11:09:54, 448 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში 200-მდე მძღოლი თურქული კომპანიის შესვლას აპროტესტებს
ზუგდიდის ცენტრში 200-მდე მძღოლი ქალაქში "მეტრო ჯორჯიას" ავტობუსების შესვლას აპროტესტებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაკავებულია. რამდენჯერმე გზის გადაკეტვის მცდელობაც იყო, თუმცა სამართალდამცველებმა მძღოლებს ამის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეები საქმეში ხელისუფლების ჩარევას ითხოვენ. მათი თქმით, თურქული კომპანიის შესვლით ისინი სამუშაოს კარგავენ. "ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ ეს კომპანია "მეტრო ჯორჯია", რომელცი არის უკანონოდ დაარსებული, არ შემოვიდეს ბაზარზე. ამას 1 თვეა შევყურებთ და პასუხს არავინ არ გვცემს. ჩვენთან სასაუბროთ კომპანიის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოსულა", - განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ გურამ კალანდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)