15:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 10:53:25, 437 ნახვა

საზოგადოება
მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში გოგა ჩანადირთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“  საზოგადოებრივ ცენტრებში ახალგაზრდულ პროგრამებს განაგრძობს. 

პროექტ „პროფესიული არჩევანის“ ფარგლებში მეჯვრისხევის სკოლის მოსწავლეებს  ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი შეხვდა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სტუმარი ახალგაზრდებს   ფოტოხელოვნების შესახებ ესაუბრა. საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე გოგა ჩანადირმა მცირე პრეზენტაციის სახით წარადგინა ფოტოხელოვნების მინიმალური სტანდარტები და ის გამოწვევები, რომელიც თან ახლავს ამ პროფესიას.

შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მოხალისეობრივი საქმიანობის  მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეებმა ფოტორეპორტიორს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ადგილობრივი ახალგაზრდული ცხოვრებისა და ინტერესების შესახებ. შეხვედრას 14-დან 18 წლამდე ასაკის 30 ახალგაზრდა  დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ გოგა ჩანადირი აქტიურად თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“, რომლის მიზანია ახალგაზრდებში  სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. 

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics