15:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 10:50:57, 505 ნახვა

საზოგადოება
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონის დირექტორი ნიკოლოზ ქურთიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გზირიშვილს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მხარებმა შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში სარწყავ სისტემებზე არსებულ ვითარებაზე. რეგიონის დირექტორმა წარმოადგინა პრეზენტაცია და განიხილა ყველა ის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის განხორციელებასაც კომპანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გეგმავს.

უწყების ინფორმაციით, ნიკოლოზ ქურთიშვილმა ისაუბრა კომპანიაში ამოქმედებული - მობილური მელიორაციის სამსახურის შესახებ, რომელიც გადასატანი სატუმბი სადგურების გამოყენებას გულისხმობს.

აღნიშნული სამსახურის შექმნით შესაძლებელი გახდა ისეთი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების წყლით უზრუნველყოფა, რომელთაც წყალი სატუმბი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო შეფერხებით მიეწოდებოდა. მობილური სატუმბი სადგურებით წყალუზრუნველყოფა მოხდება აგრეთვე საირიგაციო სისტემებში წყალნაკლულობის და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ირიგაციის თანამედროვე მორწყვის სისტემების გამოყენებასა და დადებით მხარეებზე. წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ანალოგიური შეხვედრები კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics