|
2025-05-24 13:19:09, 897 ნახვა
მსოფლიო
ღაზის სექტორში ისრაელი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული ღამეს, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს. როგორც არაბული მედია წერს, ისრაელის არმიის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნეც ცენტრალურ ღაზაში „რამდენიმე შეიარაღებული პალესტინელი“ იყო. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზაში კონფლიქტი ყველაზე სასტიკ ფაზაში შევიდა, რადგან პალესტინელები შიმშილობენ, ხოლო ისრაელი მხოლოდ მცირე დახმარებას უშვებს მოშიმშილე ანკლავში. ისრაელის მთავრობის საქმიანობის კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ პარასკევს მან „გაერო-სა და საერთაშორისო საზოგადოების კუთვნილ 83 სატვირთო მანქანას“ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ნებართვა მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)