|
2025-05-24 11:22:38, 827 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო
აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომელიც სირიის დროებით მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართვის უფლებამოსილებას ანიჭებს. „გენერალური ლიცენზია ტრანზაქციების განხორციელების ნებართვას იძლევა, რაც ფაქტობრივად სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ხსნის“, - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას გეგმავდა. „სანქციები სასტიკი და დამაზიანებელი იყო, და ამისდა მიუხედავად, თავის დროზე, მნიშვნელოვან - ნამდვილად მნიშვნელოვან - ფუნქციას ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მათი დროა გაიბრწყინონ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერ–რიადში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაასაც შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)