|
2025-05-23 15:34:49, 1007 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - თუ უკრაინას ევროკავშირში შემოვუშვებთ, ყველა რესურსს ღრუბელივით შთანთქავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაგეგილ გამოკითხვაში უნგრელები მხარს დაუჭერენ მთავრობის პოზიციას და ხმას უკრაინის ბლოკში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცემენ. მედიის ინფორმაციით, ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინას, გრძელვადიან პერსპექტივაში, სურს მილიონიანი არმიის შენარჩუნება და ევროპელებს მოუწევთ ამ არმიის შენახვის დაფინანსება იმის ნაცვლად, რომ საკუთარი, დასავლეთ ევროპის შეიარაღებული ძალები გააძლიერონ. „უნგრეთს სურს უკრაინის ევროკავშირის მიღმა დატოვება, რადგან თუ ჩვენ მას ევროკავშირში შემოვუშვებთ, ყველა რესურსს ღრუბელივით შთანთქავს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინიდან მომდინარე ენერგეტიკულ საფრთხეზე და უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის განზრახვაზე, უარი განაცხადოს რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვაზე. ორბანის თქმით, რუსეთიდან მიღებული გაზისა და ნავთობის გარეშე, უნგრეთს სხვა წყაროებიდან მიღებული გაზისთვის წელიწადში დამატებით 800 მილიარდი ფორინტის გადახდა მოუწევს. მისი გათვლებით, უნგრელებს ელექტროენერგიისთვის ორჯერ მეტის გადახდა მოუწევთ, გათბობის გადასახადი კი ოთხჯერ გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)