|
2025-05-23 09:43:08, 1667 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - პუტინის ახალი აგრესიული განცხადებები აშკარად უარყოფს სამშვიდობო მცდელობებს
ვლადიმერ პუტინის ახალი აგრესიული განცხადებები აშკარად უარყოფს სამშვიდობო მცდელობებს და აჩვენებს, რომ ის იყო და რჩება ერთადერთ მიზეზად, რის გამოც მკვლელობები გრძელდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შექმნასთან დაკავშირებით. „მსოფლიოს შევახსენებ, რომ პუტინის განცხადებები „ბუფერული ზონის“ შესახებ სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის, მკვლელობების შეჩერებისა და მშვიდობის ხელშეწყობის აქტიური მცდელობების ფონზე გაკეთდა“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინზე მეტი ზეწოლაა საჭირო. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შეიქმნება. “უკვე ვთქვი, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული საზღვრის სიგრძეზე აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნაზე. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ასრულებენ ამ ამოცანას, აქტიურად ახშობენ მოწინააღმდეგის ცეცხლს, სამუშაო მიმდინარეობს”, - განაცხადა პუტინმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)