|
2025-05-21 15:25:29, 1153 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება
რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „არავის სურს პროცესის გაჭიანურება. ყველა დინამიურად მუშაობს. ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, მხარეები ცალ-ცალკე მოამზადებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიას. პესკოვის განმარტებით, ასევე მიმდინარეობს მზადება ტყვეების 1000/1000-ზე პრინციპით გაცვლაზე. „მიმდინარეობს სამუშაოები სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს უკრაინასთან ტყვეების 1000/1000 -ზე პრინციპით გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომი მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისივე განცხადებით, მოსკოვს ვატიკანისგან თანამშრომლობის შესახებ რაიმე კონკრეტული წინადადება არ მიუღია. „არა, ჯერ არა, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას: იყო თუ არა ვატიკანისგან რაიმე კონკრეტული წინადადებები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში დახმარების მიზნით მოსკოვთან თანამშრომლობის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)