19:28 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 19:01:33, 823 ნახვა

სამართალი
ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა დასრულდა

პირადი ცხოვრების შემცველი ფარული კადრების მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილის ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დასრულდა.

ჯამალაშვილი საგამოძიებო უწყებაში სამი საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით  იკითხებოდა. ცნობილია, რომ   იგი  "ქრონიკა+"-სთვის გადაცემული ფარული ჩანაწერების საქმეზე იყო დაბარებული.  მას მედიასთან დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია.

ადვოკატ  გიორგი ფოფხაძის თქმით კი,  გამოძიებას შესაბამისი ჩვენება მისცეს:

“ჩვენ გავეცით პასუხები სათანადოდ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვასილ ჯამალაშვილს არც მაშინ არ ჰქონია წვდომა, რაც დღეს დავადასტურეთ კიდევ ერთხელ და მივეცით შესაბამისი ჩვენება“ - განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პროკურორმა ლაშა კოტრიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამ საქმესთან ჯამალაშვილის შვილის კავშირი არ იკვეთება.

ინფორმაციისთვის, ზურაბ ჯამალაშვილის შვილი, ვასილ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერია. ის 2012 წელს კიბერდანაშაულისთვის  დააკავეს, მოგვიანებით კი, გირაოთი გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics