|
2025-05-21 10:08:31, 985 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - საფრანგეთი სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ
საფრანგეთი, ხელს უწყობს რა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას და დახმარებას უწევს კიევის რეჟიმის, სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგები, ფაქტობრივად, სათავეში ჩაუდგნენ დასავლეთის ომის პარტიას არა მხოლოდ კიევის რეჟიმისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევით, არამედ, ხედავთ, უკვე ბრიტანელებთან ერთად ცდილობენ ნეონაცისტური, ავტორიტარული კიევის რეჟიმის მთავარი კურატორისა და სპონსორის როლის მორგებას“, - აღნიშნა ზახაროვამ. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებულ ანტირუსულ სანქციების პაკეტებს არაფერი აქვთ საერთო უკრაინაში სიტუაციის მოგვარებასთან - ისინი შეკავების პოლიტიკის და სავაჭრო ომის ელემენტია. „რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, ამ პაკეტებიდან არცერთი არ რჩება რუსული მხარისგან სათანადო რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა ზახაროვამ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც 17 ფიზიკურ პირსა და 58 კომპანიას მოიცავს. ამასთან, სასანქციო სიას დაემატა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმე განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე სანქციების შემცველი მე-18 პაკეტი მზადდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)