|
2025-05-20 20:53:41, 1227 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - უკრაინისთვის Patriot სისტემები აშშ-ს არ აქვს, მაგრამ მოკავშირეებთან ვთანამშრომლობთ მიწოდებებისთვის
უკრაინისთვის Patriot სისტემები აშშ-ს არ აქვს, მაგრამ მოკავშირეებთან ვთანამშრომლობთ მიწოდებებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში მოსმენის დროს განაცხადა. სენატორ ჯინ შაჰინის (დემოკრატიული პარტია) კითხვაზე პასუხისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ერთკვირიანი პაუზის გარდა აშშ-ს უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული სამხედრო დახმარების მიწოდებები არ შეუწყვეტია. მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტები სხვა საკითხია, რომელიც მისი გადასაწყვეტი არ არის. „თეთრმა სახლმა უნდა გადაწყვიტოს კონგრესისთვის მიმართვა ახალ დახმარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რაც კონგრესის მიერ დამტკიცებულია - მიეწოდებათ“, - განაცხადა რუბიომ. საჰაერო თავდაცვის Patriot სისტემებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: „ისინი, სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს, მაგრამ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან“. „არიან ნატოს მოკავშირეები, რომლებსაც აქვთ Patriot სისტემების გარკვეული რაოდენობის ბატარეები, რომლებიც შეუძლიათ მიაწოდონ ან გადასცენ უკრაინელებს, რათა დაიცვან, მაგალითად, კიევის ან სხვა ადგილების საჰაერო სივრცე. ამ მხრივ ვახალისებდით მათ [მოკავშირეებს]...“ - განაცხადა რუბიომ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)