|
2025-05-20 18:45:36, 1075 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი "უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს" და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების აღსადგენად იბრძოლებს. "მსურს, ყველა დამსწრე ვანუგეშო, რომ რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს და მიაღწევს იმას, რომ მათი სამართლებრივი უფლებები დაცული იყოს, ხოლო კანონიკურმა მართლმადიდებლობამ უკრაინულ მიწაზე ერის სულიერ ცხოვრებაში თავისი ცენტრალური ადგილი დაიბრუნოს". - თქვა ლავროვმა. ლავროვის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლება კაცთმოძულეა, რადგან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მართლმადიდებელ ეკლესიას "დევნის". "მისი [უკრაინის ხელისუფლების] კაცთმოძულე არსის ტრაგიკული და, ამავდროულად, თვალნათელი მაგალითია მრავალწლიანი დევნა ქვეყნის ყველაზე მსხვილი კონფესიისა, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის, რომელიც კიევში მჯდარმა ხელისუფლებამ იურიდიულ ლიკვიდაციასთან ახლოს მიიყვანეს. არ წყდება ტაძრების ჩამორთმევა, ვანდალიზმი, თავდასხმები მღვდლებსა და მრევლზე". - თქვა ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში, "ნეონაციზმისა და სატანიზმის მოჩვენებებმა ამოყო თავი". უკრაინის ტერიტორიაზე ორი მართლმადიდებელი საპატრიარქო მოქმედებს: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქო და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – კიევის საპატრიარქო. ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს არაერთი ტაძარი და სამღვდელოების ნაწილი გამოეყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)