|
2025-05-20 14:21:56, 777 ნახვა
მსოფლიო
ბორის პისტორიუსი - რუსეთი დათმობისთვის მზად არ არის, აშკარაა, რომ პუტინი დროის გაყვანას აგრძელებს
რუსეთი დათმობისთვის მზად არ არის, აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინი დროის გაყვანას აგრძელებს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მისივე თქმით, პუტინი კვლავ არ არის სერიოზულად დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით. როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, ევროკავშირმა სანქციები უნდა გაამკაცროს. „ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, გუშინდელი სატელეფონო ზარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან განცხადებები კეთდება, მაგრამ განცხადებული განზრახვების მტკიცებულება არ არსებობს. ის კვლავ არ არის მზად დათმობისთვის. ის მხოლოდ საუბრობს ცეცხლის შეწყვეტაზე საკუთარი პირობებით, ანუ უკვე ნაცნობი პირობებით, როგორებიცაა უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანება, ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა და კიდევ ბევრი სხვა. ვლადიმირ პუტინი აშკარად აგრძელებს დროის გაყვანას, რაც ასევე ძალიან ნათლად ჩანს“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)