|
2025-05-20 12:32:14, 711 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ლიდერის როლი აიღო, ამას ვაფასებ
უკრაინაში ომის დასრულების პროცესში აშშ-ის ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხს განვიხილავთ. ასევე, იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ ერთად, რომ უკრაინას ყველაფერი ჰქონდეს, რათა ეს ომი მდგრად დასასრულამდე მივიდეს, იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტა თუ სამშვიდობო შეთანხმება“, - განაცხადა მარკ რუტემ. მისი თქმით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართული სატელეფონო საუბარი პოზიტიური ნიშანია. „კარგი ნიშანია, რომ გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა. ასევე, პოზიტიური ნიშანია, რომ დონალდ ტრამპმა მაშინვე დაურეკა უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ლიდერის როლი აიღო და ამას ვაფასებ. აშშ-ის ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული და ევროპელ კოლეგებთან და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციაშია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ შედეგებს სწრაფად მივაღწიოთ, მაგრამ ეს რთული კონფლიქტია და რასაც ამერიკელები აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, რა მოხდება მიმდინარე და მომავალ კვირაში“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)