14:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 19:31:21, 921 ნახვა

სამართალი
რევაზ კიკნაძე პოლიციელს - მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? ანუ, 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?

თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღაც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია, - ამ კითხვით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ დაზარალებულ პოლიციელს, ივანე კაპანაძეს.

სწორედ კაპანაძე იყო ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას სხდომაზე წარმოდგენილი ჰყავდა.

"თქვენ თქვით, თუ დაუდასტურდებათ, პრეტენზია მექნებაო, მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?

თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია",- განაცხადა კიკნაძემ.

მან საზოგადოებას 26 მაისს შეკრებისკენ მოუწოდა.

"26 მაისს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქვეყნის ყოფნა, არ ყოფნის საქმე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვთოხვ ხალხს ბევრი გამოვიდეს გარეთ და დავიცვათ ჩვენი სიმართლე",- განაცხადა კიკნაძემ.

სიტყვით ისარგებლა ანდრო ჭიჭინაძემაც და პროკურატურას მოუწოდა საქმესთან შემხებლობაში არ მყოფი პირები არ დაკითხონ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics