|
2025-05-19 14:40:13, 851 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები გაანადგურეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში გაზის მოპოვების პლატფორმებზე მტრის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები სახმელეთო და საჰაერო დრონების გამოყენებით გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უნიკალური სპეციალური ოპერაციების შემუშავებას და განხორციელებას შავი ზღვის წყლების რუსი დამპყრობლებისგან, მათი სამხედრო ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობისგან გასაწმენდად. „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მე-13 მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით კომბინირებული სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს. მისი სამიზნე უკრაინის გაზის წარმოების პლატფორმებზე განლაგებული რუსული რადიოლოკაციური აღჭურვილობა იყო“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურდა რადიოლოკაციური სადგური „ნევა“, რომელსაც მოწინააღმდეგე საჰაერო და წყალზედა ვითარების მონიტორინგისთვის იყენებდა, ასევე საწყობები და კოშკურაზე არსებული საცხოვრებელი ბლოკი. „კიდევ ერთხელ შევახსენეთ მტერს, რომ შავ ზღვაში რუსული ხარახურის ადგილი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)