|
2025-05-19 12:29:24, 885 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი წლის ბოლომდე უკრაინის ოთხ რეგიონზე სრული კონტროლის მოპოვებას შეძლებს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი ძალები წლის ბოლომდე შეძლებენ უკრაინის თავდაცვითი ხაზის გარღვევას და ოთხ რეგიონზე - დონეცკზე, ლუგანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე - სრული კონტროლის მოპოვებას, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა. “ეს ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბროს დროს რაიმე მნიშვნელოვან დათმობას შესთავაზებს და ევროპელი ჩინოვნიკები შეშფოთებულნი არიან, რომ ტრამპმა შესაძლოა, მიუხედავად ამისა, შეთანხმების იძულებით მიღწევა სცადოს”, - წერს Bloomberg-ი. ამასთან, კრემლთან დაახლოებულმა ორმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე ყველა საუბრის მიუხედავად, პუტინი მზადაა გაჭიანურებული ომისთვის, თუ ეს მისი მიზნების მისაღწევად აუცილებელი იქნება და ის ოპტიმისტურად არის განწყობილი აშშ-ის შემდგომი სანქციების პერსპექტივის მიმართ. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დღეისთვის არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)