|
2025-05-18 11:10:22, 777 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - სერგეი ლავროვმა განმიმარტა, რომ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნების შესახებ დოკუმენტს მოამზადებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ წინადადებებს მოამზადებენ. „მან [ლავროვმა] განმიმარტა, რომ ისინი მოამზადებენ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იქნება ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნები, რაც შემდეგ უფრო ფართო მოლაპარაკებებს გამოიწვევს. ამგვარად, ცხადია, უკრაინული მხარე საკუთარ წინადადებაზე იმუშავებს და, იმედია, უახლოეს მომავალში წარადგენენ“, - აღნიშნა რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, თუ ეს მართლაც მოხდება და რუსული და უკრაინული მხრიდან წამოსული წინადადებები სერიოზული და განხორციელებადი იქნება, მაშინ რეალური პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდება. „თუ ამ წინადადებებში რეალური და რაციონალური იდეები იქნება, მაშინ ვფიქრობ, რომ პროგრესი გვექნება. მეორეს მხრივ, თუ ამ წინადადებებში ისეთი მოთხოვნებია, რომლებიც, ჩვენი აზრით, არარეალურია, მაშინ სხვა შეფასება გვექნება. ამიტომ, შევეცდებით ამის გარკვევას. აქ არის კომბინაცია. ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას და ძალიან სისხლიანი და დამანგრეველი ომის დასრულებას, ამიტომ, საჭიროა გარკვეული მოთმინება. მეორეს მხრივ, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. მსოფლიოში ბევრი სხვა რამ ხდება, რასაც ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აღნიშნა რუბიომ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე. მისი მტკიცებით, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, სენატი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს მიიღებს. „სენატს ვთხოვეთ, გარკვეული დრო მოეცა იმის გასარკვევად, შეგვიძლია თუ არა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა. საკმაოდ მკაფიოდ ვურთიერთობთ რუსულ მხარესთან უკვე კვირებია. რუსულ მხარეს ვაცნობეთ, რომ ეს ძალისხმევა მიმდინარეობს, რომ ვვარაუდობდით, საბოლოოდ სენატში მას დაახლოებით 80 მხარდამჭერი ეყოლება და ჩემი წარმოდგენით, მხარდაჭერის მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი იქნება წარმომადგენელთა პალატაშიც. თითქმის ორი თვის განმავლობაში არაერთხელ ვაცნობეთ რუსებს, რომ ეს მოხდება, თუ პროგრესი არ იქნება მიღწეული“, - აღნიშნა რუბიომ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება ისეთი რამაა, რისი შეჩერება ან კონტროლი მათ არ შეუძლიათ.
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)