16:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 17:08:24, 1391 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა კონსტრუქციული წინადადება რუსულმა მხარემ წამოაყენა

სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა კონსტრუქციული წინადადება რუსულმა მხარემ წამოაყენა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ამ ყველაფერს აზრი ჰქონდა, რადგან 1000 უკრაინის მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება“.

„ეს „ათასი ათასზე“ გაცვლა რუსეთის მიერ იყო შეთავაზებული და სახელმწიფოს მეთაურის მიერ უფლებამოსილი დელეგაციის მიერ განხორციელდა, რომელსაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ზელენსკი დასცინოდა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ტყვეების „ათასი ათასზე“ ფორმულით გაცვლის წინადადება ლოგიკურია.

„მთავარია, უკრაინის მოქალაქეებმა „ნატო-ს მრჩევლებს“ არ მისცენ უფლება, რომ კონფლიქტის მოგვარების გზიდან კვლავ გადაუხვიონ და უცხოური ინტერესების ხევში გადაიჩეხონ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინისთვის მიუღებელი არაერთი პირობა წამოაყენა. მათ შორის: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის მიღება, უცხოური ჯარების განთავსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გარეშე; უკრაინამ უარი უნდა თქვას რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნაზე; უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმისა და ოთხი სხვა რეგიონის დაკარგვა, რომლებიც ამჟამად რუსული ჯარების მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია.

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს, ასევე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics