|
2025-05-15 16:20:05, 1101 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა სტამბოლში
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკმაყოფილება გამოთქვა სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით. "რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა" – თქვა რუტემ ანტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება. უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 15 მაისს, სტამბოლში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები 14 მაისს დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი. 11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)