|
2016-03-16 15:51:15, 519 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის თანაშემწემ ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზენტაცია გამართა
პრემიერ–მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის მე–60 სესიის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაცია ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციასა და აღმოფხვრას ეხებოდა. სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით უკანასკნელ წლებში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე. გამოსვლის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გაეროს წევრ ქვეყნებს გაუზიარა ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციასა და აღმოფხვრის კუთხით საქართველოს მიერ შეძენილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)