|
2025-05-15 11:41:27, 721 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - აშშ-ის პრეზიდენტმა სრულიად ნათლად განაცხადა: მას სურს ომის დასრულება
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სრულიად ნათლად განაცხადა: მას სურს ომის დასრულება. ის ღიაა პრაქტიკულად ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც სამართლიან, მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს. მას სურს ომების დასრულება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპის სურვილია რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ამავდროულად მომავალში მოხდეს ომების დაწყების თავიდან აცილება. „მას სურს, რომ ომები არ მოხდეს. ნატოს მიზანია თავისი სიძლიერის მეშვეობით ომების თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ის გაძლიერდეს, ყველა პარტნიორს შორის ხარჯების დონე, რომელიც ყველას საშუალებას მისცემს, იყოს უფრო ძლიერი, ეს ალიანსს უფრო ძლიერს გახდის. ჩვენ ღია ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და დავეხმაროთ მხარეებს ყველანაირად კონფლიქტის დასასრულებლად“, - განაცხადა რუბიომ. ამასთან, მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გააჟღერა დონალდ ტრამპის სიტყვები და აღნიშნა, რომ ომი აუცილებლად მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, რათა ადამიანური მსხვერპლი შემცირდეს. „ეს ომი დასრულდება არა სამხედრო გადაწყვეტით, არამედ დიპლომატიური გზით და რაც უფრო მალე იქნება მიღწეული შეთანხმება ამ ომის დასრულების შესახებ, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და მით ნაკლები ნგრევა იქნება. საბოლოო ჯამში, ეს არის პრეზიდენტის მიზანი. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ წინსვლის ნაბიჯების პოვნას, რაც უზრუნველყოფს ამ ომის დასრულებას მოლაპარაკებების გზით და მომავალში ნებისმიერი ომის თავიდან აცილებას, რაც ნიშნავს მშვიდობას, რომელიც არა მხოლოდ ამ ომის დასრულებას უზრუნველყოფს, არამედ მომავალში ახლის დაწყებასაც ხელს შეუშლის“, - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)