|
2025-05-14 17:46:33, 790 ნახვა
მსოფლიო
ევროპის საბჭომ რუსეთის ფედერაციისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყო
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღეს დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი ერთგულება სამართლიანობისა და რეკონსტრუქციის გზაზე, აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის დაწყებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ევროპის საბჭოში აცხადებენ, რომ ყოველწლიურ შეხვედრაზე მინისტრებმა გენერალურ მდივან ალენ ბერსეს დაავალეს ევროსაბჭოს ფარგლებში აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა, უკრაინასთან შეთანხმების საშუალებით. „მინისტრები მიესალმნენ უკრაინისთვის სარჩელების კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, უზრუნველყონ რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული ან იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნება. მათ ასევე ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას, კერძოდ, „მდგრადობა, აღდგენა და რეკონსტრუქცია 2023-2026“ სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ უფრო წინ წაიწიოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)