20:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 15:31:04, 757 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერმა აჭარაში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათვალიერა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ცნობისთვის, ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრის შენობის ფასადს  რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობას პირველადი სახე დაუბრუნდება. პროექტის თანახმად, რესტავრაცია ასევე ჩაუტარდება თეატრის ჭაღს, შიდა ინვენტარს.  შემოქმედებითი დასისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის ოთახები მოეწყობა. შეიცვლება გათბობა - ვენტილაციის სისტემა.   დამონტაჟდება ახალი განათებისა და გახმოვანების აპარატურა. პროექტის თანახმად, პირველ სართულზე, თეატრის მუზეუმი განთავსდება. ფოიეში კი  ლიტერატურული კაფე გაიხსნება.

თეატრისთვის სიახლეს წარმოადგენს სამი სასტუმრო ნომრის მოწყობა, რომლითაც მოწვეული რეჟისირები, მხატვრები, მსახიობები ისარგებლებენ.  მნიშვნელოვანია შენობაში დამატებით მცირე სცენის მოწყობა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრს სამი სცენა ექნება. დამონტაჟდება სინქრონული თარგმნის აპარატი, რაც ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ფესტივალებს უმასპინძლოს.

 თეატრის რეაბილიტაცია  2015 წლის მარტის ბოლოს დაიწყო და  2017 წლისათვის დასრულდება. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics