|
2025-05-13 22:07:15, 1398 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის. „დაუღალავად ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლისღვრის დასასრულებლად. რაც მნიშვნელოვანია, ამ კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, თურქეთში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლებსაც შეუძლია, საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანოს. ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, სხვებიც იქ გაემგზავრებიან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება“, – აღნიშნა ტრამპმა. მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს პირადად ჩავიდეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)