19:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 19:18:58, 823 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ საუდის არაბეთთან $142 მილიონის ღირებულების სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი

დონალდ ტრამპის საუდის არაბეთში ვიზიტის პირველ დღეს, აშშ-მ საუდის არაბეთთან $142 მილიონის ღირებულების სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. 

თეთრის სახლის მიხედვით, შეთანხმებაში შედის აშშ-ს მხრიდან საუდის არაბეთისთვის თანამედროვე, საბრძოლო აღჭურვილობისა და სერვისების მიწოდება ათზე მეტი ამერიკული თავდაცვის სფეროს კომპანიისგან.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13 მაისს საუდის არაბეთში ჩავიდა, რითაც მან სპარსეთის ყურეში დაგეგმილი 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტების სერია დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ტრამპი Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორთან და თავის მრჩეველთან, ილონ მასკთან ერთად რიადში საუდი-აშშ-ს საინვესტიციო ფორუმზე მივა, საიდანაც 14 მაისს იგი კატარში გაემგზავრება, ხოლო 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა.

"მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკა ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედად რჩება, საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობები [საუდის არაბეთის] სამეფოში გაფართოვდა და მრავალჯერ გამრავლდა". - თქვა საუდის არაბეთის ინვესტიციის მინისტრმა ფორუმის გახსნისას.

"შედეგად... როდესაც საუდელები და ამერიკელები ძალებს გააერთიანებენ, ძალიან კარგი რაღაცები ხდება". - აღნიშნა მან ტრამპის ვიზიტის დაწყებამდე.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც იქნება. თუმცა, 14-16 მაისს რუბიო თურქეთში გაემგზავრება, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრაზე დასასწრებად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics