15:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 15:09:48, 500 ნახვა

საზოგადოება
საქართველო პირველად ღვინის მაგისტრების 21- კაციან ჯგუფს მასპინძლობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია „ქართული ღვინო“,-ს ორგანიზებით, 16-19 მარტს საქართველოს პირველად სტუმრობს 21 ღვინის მაგისტრი, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მათი მიზანია ქართული ღვინოს  მიმართ ინტერესი კიდე უფრო გაიზარდოს მსოფლიო ბაზარზე.

„კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ქართულ ღვინოზე ინტერესი მსოფლიოში  იზრდება.  მაგისტრების ვიზიტი და ჩვენი მიზანია, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს და ქართული ღვინო უფრო და უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიო ბაზარზე.  ასოციაცია „ქართულმა ღვინომ“ და მისმა წევრებმა  ძალიან კარგი ორგანიზება გაუკეთეს და შეკრიბეს ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ოთხი დღის განმავლობაში  დარჩებიან. ეს დეგუსტაციები კახეთში, ქართლში შედეგს გამოიღებს და ამას მოჰყვება რეზონანსი ღვინის მსოფლიო ბაზარზე“,-განაცხადა გიორგი  სამანიშვილმა.

მაგისტრები მოინახულებენ ღვინის კამპანიებს თბილისში, ქართლსა და კახეთში, სადაც გაიმართება ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ეწვევიან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობას სოფელ ჯიღაურში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც გაეცნობიან ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს.
„ასოციაცია ქართული ღვინო“ და ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი(აშშ) ეროვნულ მუზეუმში წარმოადგენენ პრეზენტაციას ქართული ღვინის კულტურისა და მეღვინეობის დარგის შესახებ.

ცნობისთვის, ასოციაცია „ქართული ღვინო“ წლებია აქტიურად თანამშრომლობს ღვინის მაგისტრების ინსტიტუტთან. სწორედ ამ აქტიურმა ტანამშრომლობამ განაპირობა ღვინის მაგისტრების დაინტერესება  საქართველოთი. გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების მიზნით. ღვინის მაგისტრები ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებს სტუმრობენ. ღვინის მაგისტრების ჩამოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიო მასშტაბით. ვიზიტის დასრულების შემდეგ დაიწერება სტატიები მსოფლიო წამყვან ღვინისა და კულინარიის ჟურნალებში, მოხდება საქართველოს ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში, ხელი შეეწყობა ტურისტებისა და განსაკუთრებით კი ღვინისა და კულტურის ტურისტების ნაკადის გაზრდას.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics