19:39 - 10 Apr, 2026
|
2025-05-13 14:17:09, 590 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას განაგრძობს“, - განაცხადა პესკოვმა. ამასთან, პესკოვმა სტამბოლში, 15 მაისს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის შემადგენლობის დასახელებაზე უარი განაცხადა. „როგორც კი პრეზიდენტი პუტინი საჭიროდ ჩათვლის, ჩვენ ამას მაშინ გამოვაცხადებთ“, - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)