|
2025-05-13 10:36:07, 807 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში, მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოკლეს
მექსიკის ვერაკრუსის შტატში მერობის კანდიდატს, მმართველი პარტია „მორენას“ წევრს, ესენია ლარა გუტიერესს საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში ესროლეს, რის შედეგადაც ის და კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. Facebook-ის პირდაპირ ეთერში ოცამდე გასროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა მხარდამჭერებით გარშემორტყმული ესენია ლარა გუტიერესი ტექსტეპეკის ქუჩებში გადაადგილდებოდა. შტატის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მერობის კანდიდატი და კიდევ სამი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მოტივის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. პრეზიდენტის თქმით, მთავრობა ვერაკრუსის შტატის ოფიციალურ პირებთან კოორდინაციაშია და საჭიროების შემთხვევაში ფედერალურ მხარდაჭერას სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)