18:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 14:40:34, 378 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებაა.

მისივე თქმით არანაკლებ საფთხეს მოიცავს, პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდა.

"ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა, რომელიც საერთაშორისო არენაზე ისმის, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი ისმის. ჩვენ ამას თავისთავად ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ ყველაფერს არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ და აი, ახლა სწორედ ის წყალგამყოფია, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ჩვენ ან ვუბრუნდებთ კონფრონტაციას, იმ სიუჟეტების ძიებაში, რომელსაც შეუძლია ჩვენ კვლავ წაგვაკამათოს, ან ჩვენ დავალაგებთ ნორმალურ, პატივსაცემ ურთიერთობებს და ამ კონტექსტში გადავჭრით ჩვენს ორმხრივ ამოცანებს", - განაცხადა კარასინმა.

გრიგორი კარასინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რუსეთი თავს ჯერ იკავებს, მაგრამ მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

"ყველა პოლიტიკოსს უნდა გაამძაფროს თავისი პოზიცია, რადგან აჩვენონ, რომ ყველაზე მეტი პატრიოტები, მკაცრები და შეურიგებლები არიან ე.წ. რუსული ექსპანსიის და მუქარის წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“,- აღნიშნავს კარასინი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics