|
2025-05-12 16:13:41, 803 ნახვა
მსოფლიო
პაპი ლეო - ვითხოვ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას
მთაზე ქადაგებისას იესომ წარმოთქვა: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. ეს ნეტარება გამოწვევაა ყოველი ჩვენგანისთვის, თუმცა განსაკუთრებით აქტუალურია თქვენთვის [ჟურნალისტებისთვის], ვინაიდან ყოველ თქვენგანს მოგიწოდებთ, ისწრაფოდეთ განსხვავებული სახის კომუნიკაციისკენ, რომელიც არ ეძიებს კონსენსუსს ყველაფრის ფასად, არ იყენებს აგრესიულ სიტყვებს, არ იღებს მონაწილეობას კონკურენციის კულტურაში და არასდროს გამოყოფს ჭეშმარიტების ძიებას სიყვარულისგან, რომლისკენაც ჩვენ თავმდაბლად უნდა მივისწრაფოდეთ. მშვიდობა თითოეული ჩვენგანისგან იწყება იმით, თუ როგორ ვუყურებთ და ვუსმენთ სხვებს, როგორ ვსაუბრობთ მათ შესახებ. ამ მხრივ, ჩვენი კომუნიკაციის გზა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ სიტყვებისა და სურათების ომს. ჩვენ უნდა უარვყოთ ომის პარადიგმა. ნება მომეცით, გავიმეორო ეკლესიის სოლიდარობა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტების ძიებისა და გადმოცემისთვის პატიმრობაში არიან და მოწოდებით გამოვიდე მათი გათავისუფლებისკენ. ამ სიტყვებით პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას ვითხოვ. ვფიქრობ იმ [ჟურნალისტების] შესახებ, თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი რომ აშუქებენ ომს; იმ ადამიანების სიმამაცეზე, რომლებიც იცავენ ღირსებას, სამართლიანობას და ადამიანების უფლებას, იყვნენ ინფორმირებულები, ვინაიდან მხოლოდ ინფორმირებულ ინდივიდებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების ტანჯვა ერთა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს გამოწვევის წინაშე აყენებს, მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი. გმადლობთ, ძვირფასო მეგობრებო, სიმართლის წინაშე თქვენი სამსახურისთვის. თქვა პაპმა ლეომ ვატიკანში, პავლე VI-ს სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი მედიის წარმომადგენლებისადმი მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)