|
2025-05-12 14:28:59, 895 ნახვა
მსოფლიო
მარგუს ცაჰკნა - ვლადიმერ პუტინი ახალ ხაფანგს აწყობს და თურქეთს შუამავლად იყენებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი განზრახ აფერხებს სამშვიდობო პროცესს. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მას არ სჯერა, რომ რუსეთის ლიდერს მშვიდობის მიღწევის გულწრფელი განზრახვა ამოძრავებს. „ერთადერთი, ვინც რეალურად ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფვის, უკრაინაა და ის ამას საკმაოდ ღიად აკეთებს: პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით, ასევე შეერთებული შტატების, მათ შორის ტრამპის და მთელი ევროპის ხელშესახები მხარდაჭერით“, - განაცხადა ცაჰკნამ. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, პუტინს „მხოლოდ ერთი ბრძანება დასჭირდება ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესასვლელად“. „მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინს ეს ზავი არ სურს. ახლა, როგორც ჩანს, ის ახალ ხაფანგს აწყობს და თურქეთს შუამავლად იყენებს გარკვეული ორმხრივი მოლაპარაკებების დასაწყებად“, - დაასკვნა ცაჰკნამ. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)