21:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 13:12:20, 603 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთი კრაკოვში რუსეთის საკონსულოს დახურავს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, ქალაქ კრაკოვში მდებარე რუსეთის საკონსულო დაიხურება.

"რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მარივილკის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში მოწყობილი დივერსიის მტკიცებულებების არსებობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება კრაკოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს საქმიანობა შევუჩერო". – წერია შიკორსკის განცხადებაში.

2024 წლის 12 მაისს, ვარშავაში უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ Marywilska 44-ს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლმა 1400-მდე სავაჭრო ობიექტი გაანადგურა.

2025 წლის მარტში ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ ხანძარი რამდენიმე შუამავლის მეშვეობით რუსეთთან არის პირდაპირ დაკავშირებული. გამოძიების მიხედვით, ინციდენტამდე საიდუმლო შეხვედრა გაიმართა ვარშავაში, სადაც დაიგეგმა ლიტვაში მდებარე სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენა და მათი აფეთქება, ხოლო შემსრულებლები ჯილდოს სახით 10 000 ევროს მიიღებდნენ.

18 მარტს, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი ლიტვის პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

"ძვირფასო მოკავშირეებო. ლიტვის პროკურატურამ დაადასტურა ჩვენი ეჭვები იმის შესახებ, რომ ვილნიუსსა და ვარშავაში სავაჭრო ცენტრებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე რუსული სპეცსამსახურებია პასუხისმგებელი. კარგია ამის ცოდნა მოლაპარაკებების დაწყების წინ, ასეთია ამ სახელმწიფოს ბუნება". – წერს ტუსკი.

11 მაისს ტუსკმა X-ზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხანძრის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას და დამნაშავეებს აუცილებლად დააკავებენ.

"ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ვარშავაში, Marywilska-ს სავაჭრო ცენტრში მომხდარი დიდი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების ბრძანებით იყო გაჩენილი. დამნაშავეების ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო ყველა დანარჩენი იდენტიფიცირებულია და ძებნა მიმდინარეობს. ყველას გიპოვით!" - წერს ტუსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics