|
2016-03-16 13:47:12, 1192 ნახვა
მსოფლიო
შიდაპარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა უპირატესობა გაზარდეს
ამერიკელებმა პრეზიდენტობის რჩეული კანდიდატები გამოავლინეს. შიდაპარტიული არჩევნები ამჯერად 5 შტატში ჩატარდა და ლიდერებიც გამოიკვეთა. "რესპუბლიკელებს" შორის პირველ ადგილზე დონალდ ტრამპია, დემოკრატების“ მხარდამჭერებმა კი ხმა ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ მისცეს. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონკურენტები 5-დან 4 შტატში დაამარცხა. „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდამჭერებმა პრეზიდენტის რჩეული 5 შტატში გამოავლინეს. გადამწყვეტი ბრძოლა მილიარდერმა დონალდ ტრამპა მოიგო, რომელმაც 3 შტატში, ილინოისში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ფლორიდაში გაიმარჯვა და მხარდამჭერთა რიცხვი 99%-მდე გაზარდა. "ჩვენს პარტიას გავაერთიანებთ. ნამდვილად ხდება ის რაც „რესპუბლიკურ პარტიას“ უდიდეს პოლიტიკურ მოვლენად აქცევს. ყველა ამას წერს მთელს მსოფლიოში და მინდა ყველას მივულოცო. ეს რთული და საინტერესო პროცესია. ჩვენ ზეწოლას უნდა გავუმკლავდეთ. არაფერია ისეთი ცუდი როგორც ტყუილი. ამაზრზენია, ასეთი ჟურნალისტობა, თუმცა ყველა ჟურნალისტი არ არის ასეთი ცუდი. ჩვენ მაინც წინ მივიწევთ მოგებისკენ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა. დაპირისპირება წარმატებული მათ შორის ჰილარი კლინტონისთვისაც აღმოჩნდა. მან გამარჯვება 5-დან 4 შტატში მოიპოვა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)