|
2025-05-10 13:37:36, 919 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი - ინდოეთს სათანადო პასუხი გავეცით
პაკისტანმა ინდოეთს სათანადო პასუხი გასცა, - ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა. „დღეს ჩვენ ინდოეთს სათანადო პასუხი გავეცით და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო შური ვიძიეთ“, - განაცხადა შეჰბაზ შარიფმა. მისი თქმით, პაკისტანმა საპასუხო მოქმედებებისას „უაღრესად დიდი თავშეკავება“ გამოიჩინა. შეგახსენებთ, დღეს პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და ინდოეთში სამხედრო ბაზებს დაარტყა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო ოპერაცია რამდენიმე საათით ადრე ინდოეთის მიერ ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე პასუხს წარმოადგენდა. პაკისტანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოლო 12 საათის განმავლობაში ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკისტანის იერიშების შედეგად, ქაშმირის რაიონული განვითარების კომისარი, რაჯ კუმარ თაპა დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)