|
2025-05-08 21:50:53, 1380 ნახვა
მსოფლიო
Fox News - თანამგზავრის კადრებმა, სავარაუდოდ, ირანის საიდუმლო ბირთვული ობიექტი გამოამჟღავნა
Fox News-ის ინფორმაციით, მათ ექსკლუზიურად მოიპოვეს თანამგზავრიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ირანის ოპოზიციური ჯგუფის განცხადებით, გამოსახულია მანამდე საჯაროდ უცნობი ბირთვული იარაღის ობიექტი. ახალი იდენტიფიცირებული ობიექტი მდებარეობს ირანის სემნანის პროვინციაში, ქვეყნის უკვე ცნობილ ბირთვულ ობიექტებიდან მოშორებით. როგორც ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭო (NCRI) აცხადებს, შიდა წყაროებიდან მოპოვებული დაზვერვითი მონაცემები მიუთითებს ფართო ტერიტორიაზე განლაგებულ კომპლექსზე, რომელიც დაახლოებით 1,012 ჰექტარს მოიცავს. როგორც წერს გამოცემა, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ობიექტს კოდური სახელწოდება ცისარტყელას ობიექტი (Rainbow Site) მისცეს. არსებული ინფორმაციით, ობიექტი უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ენიღბულია, როგორც ქიმიური პროდუქციის საწარმო სახელწოდებით Diba Energy Siba. NCRI-ის წყაროების თანახმად, „ცისარტყელას ობიექტის“ ძირითადი დანიშნულებაა ტრიტიუმის, რადიოაქტიური იზოტოპის მოპოვება, რომელიც ბირთვული იარაღის ეფექტურობის გასაზრდელად გამოიყენება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)