|
2025-05-08 16:36:10, 902 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას იმის შესახებ, რომ „მოლაპარაკებებში რუსები ზედმეტად ბევრს ითხოვენ“. „გვსურს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს, რათა კონფლიქტის ძირითადი მიზეზები აღმოიფხვრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებთან“, - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ვაშინგტონში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რუსები ახლა გარკვეულ მოთხოვნებს, გარკვეულ დათმობებს მოითხოვენ კონფლიქტის დასასრულებლად“. „ძალიან პესიმისტურად არ ვარ განწყობილი ამის შესახებ და ვერ ვიტყვი, რომ რუსები დაინტერესებული არ არიან მოგვარებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ისინი ზედმეტად ბევრს ითხოვენ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)